მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრში შემავალი ბიბლიოთეკების ორგანიზებით  ქართული ფოლკლორის კულტურულ-შემეცნებითი საღამო გაიმართა

11-04-2024 22:11:29 რეგიონები ,რეკლამა

5 აპრილს მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრში შემავალი ბიბლიოთეკების ორგანიზებით გაიმართა ქართული ფოლკლორის კულტურულ-შემეცნებითი საღამო - ,,მზე შინა და მზე გარეთა’’.

მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ცნობით, ღონისძიებას მეგზურობას უწევდნენ ერეკლე საღლიანი, ცენტრის მოსწავლე-ახალგაზრდები, ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფები, ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები. მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა მოესმინა ქართული ფოლკლორის უკვდავი ნიმუშები, საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები, ლექსები და ქორეოგრაფიული ნომრები.

ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ მცხეთის ლადო ასათიანის სახელობის ახალგაზრდული ბიბლიოთეკის მენეჯერი ელისაბედ ჩიხლაძე.

საღამოს ესწრებოდნენ ადგილობრივი მოსახლეობა, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, მხარის ადმინისტრაციის და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორი შორენა არჯევანიძე, ცენტრის თანამშრომლები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები