ადიგენში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა ჩატარდა

11-04-2024 18:04:08 რეგიონები ,რეკლამა

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, მერის სათათბირო ორგანოს -სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა ჩატარდა.

ადიგენის მერიის ცნობით, შეხვედრას, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე უძღვებოდა, რომელმაც საბჭოს წევრებს მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამები და ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. გოჩა ქიმაძემ აქცენტი ახალგაზრდების მიმართულებით ამოქმედებულ ახალ პროგრამებზე გააკეთა და შეხვედრის მონაწილეებს დაწვრილებით გააცნო ახალგაზრდების წასახალისებლად შექმნილი მერიის პროგრამები, მათ შორის სამხატვრო წრის გახსნა, მერის სტიპენდია, ტური სტუდენტებისთვის-„შემოიარე ადიგენი“, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების წამახალისებელი ჯილდო. ამის პარალელურად მერთან ერთად საბჭოს წევრებმა განიხილეს წინადადებები და რეკომენდაციები მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისა და არსებული გამოწვევების დაძლევის გზების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის განხორციელებაში მოქალაქეები აქტიურად მონაწილეობენ და აღნიშნული ფორმატის შეხვედრები ინტენსიურად იმართება.

შეხვედრების მიზანს ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა, პრიორიტეტული ამოცანების განსაზღვრა და მათი ოპერატიულად გადაჭრა წარმოადგენს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები