Accentnews.ge
Freedom House: საქართველო ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად ქცევის გზაზეა

Freedom House: საქართველო ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად ქცევის გზაზეა

11/04/2024 12:51:03 პოლიტიკა

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, რომელშიც ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში დემოკრატიზაციის ხარისხია გაანალიზებული.

ანგარიშის თანახმად, რომელიც, Freedom House–ის ცნობით, 2023 წელს დემოკრატიზაციის კუთხით არსებულ ვითარებას ასახავს, საქართველო ავტოკრატიზაციისკენ მიმავალი ჰიბრიდული რეჟიმების კატეგორიაშია და აღნიშნულია, რომ ის, უნგრეთსა და სერბეთთან ერთად, ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად ქცევის გზაზეა.

"საკვანძო ინსტიტუტები – მედიიდან დაწყებული, სასამართლოებით დამთავრებული, გასცდნენ პოლიტიზების იმ დონეს, რაც ჰიბრიდული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი და ახლა ფაქტობრივად არიან დატყვევებულნი მმართველი პარტიების მიერ და ბოროტად იყენებენ პარტიული ან პირადი სარგებლობისთვის", – ნათქვამია დოკუმენტში.

გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია 2023 წლის მარტში "აგენტების" შესახებ კანონპროექტის ინიცირებაზე და აღნიშნულია, რომ "როდესაც საშინაო და საერთაშორისო წინააღმდეგობა საკმარისად ძლიერია, ჰიბრიდული რეჟიმების ეს ქვეკატეგორია შეიძლება, იძულებული გახდეს დათმობაზე წავიდეს კონკრეტულ საკითხებზე და ამის მაგალითია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება უკან გაეწვია რუსული სტილის კანონი „უცხოური აგენტების“ შესახებ საერთაშორისო პროტესტისა და ქვეყანაში გამართული მასობრივი აქციების შემდეგ 2023 წლის მარტში".

"ის, რაც განასხვავებს ავტოკრატიზებულ ჰიბრიდებს ნახევრად კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმებისგან, არის შეკრების თავისუფლების პატივისცემის მინიმალური, მაგრამ რეალური ზღვარი და ის ფაქტი, რომ სახელმწიფო იშვიათად იყენებს ფიზიკურ ძალადობას განსხვავებული აზრის ჩასახშობად", – ნათქვამია ანგარიშში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S