
ჩიგოგიძე – მსახიობების პროტესტზე: ჩემთან რომ ვინმემ იგივე გაიმეოროს, ყურში ხელს წავავლებ და გარეთ გამოვათრევ
11/04/2024 12:10:27 საზოგადოება
ოზურგეთის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე "აგენტების" შესახებ კანონზე ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობების მიერ გამოხატული პროტესტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და როგორც თქვა, ვინმემ რომ მსგავსი რამ მისი თეატრის სცენიდან გაბედოს, "ყურით გაათრევს".
"ხვალ ვინმემ რომ მოინდომოს, ჩემი სცენიდანაც იგივე გაიმეოროს, სცენაზე გავალ, ყურში ხელს წავავლებ და გარეთ გამოვათრევ",– უთხრა ჩიგოგიძემ TV პირველის ჟურნალისტს.
ის ამტკიცებს, რომ დაფიქსირებული პროტესტი "საკუთარი აზრი არ არის, პოლიტიკური მოწოდებაა".
"ჩემთვის ეს ძალიან ცუდი და შემაშფოთებელი ფაქტი იყო [...] არაფერი რუსული ამ კანონში არაა, ეს არის სუფთა ევროპული". - უთხრა ჩიგოგიძემ ჟურნალისტს.
მანამდე ვასო აბაშიძის მუსიკალური თეატრის მსახიობებმა სპექტაკლი "მეფე ლირი" დაასრულეს ნოწოდებით, "არა რუსულ კანონს!".