
ოკუპირებულ აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა
11/04/2024 06:58:07 საზოგადოება
საქართველოში, ოკუპირებულ აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის განახებული ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 03:31 საათზე დაფიქსირდა და ეპიცენტრი ქალაქ ახალი ათონთან, სოფელი სანჩარა იყო.
მიწისძვრის სიძლიერემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.
ნგრევის ან მსხვერპლის შესახბ ცნობები არ ვრცელდება.