Accentnews.ge
გია დვალი: როგორ შეიძლება ამ კანონთან შეგუება?!

გია დვალი: როგორ შეიძლება ამ კანონთან შეგუება?!

10/04/2024 19:10:19 საზოგადოება

ფიზიკოსმა გია დვალმა „აგენტების“ შესახებ მმართველი გუნდის მიერ პარლამენტში კვლავ დაიინიცირებული კანონპროექტი გააკრიტიკა და პროტესტის აუცილებლობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, პროტესტის მასშტაბურობა არის დაზღვევის ერთადერთი საშუალება.

მან ხაზი გაუსვა, რომ როგორც წარსულმა მოვლენებმა აჩვენა „საქართველოს დემოკრატიულობა და ევროპული მომავალი არის ჩვენი ეროვნული იდეა“ და აუცილებელია, რომ ამ ეროვნული იდეის ირგვლივ ერთიანობა გამოჩნდეს“.

„რაც უფრო მასშტაბურია პროტესტი, პოტენციურად მით უფრო ნაკლებად მტკივნეულია. რა თქმა უნდა, არაფრის გამორიცხვა არ შეგვიძლია, როდესაც ასეთი ტიპის მოწინააღმდეგესთან გაქვს საქმე – თუ დაძაბვა და პროვოკაცია უნდათ, ყოველთვის მოაწყობენ (ჩვენც ფრთხილად უნდა ვიყოთ), მარამ მასშტაბურობაა დაზღვევის საშუალება. რაც უფრო მასშტაბურია, რაც უფო ფართო მასები დააფიქსირებენ თავიანთ უარყოფით დამოკიდებულებას ამ კანონის მიმართ, მით უფრო ნაკლებია შანსი, მტკივნეულად დამთავრდეს. ...ამ კანონთან როგორ შეიძლება შეგუება?! რა თქმა უნდა, უნდა დავაფიქსიროთ პოზიცია! [...]

ჩვენ გვაქვს ეროვნული თვითშეგნება და ეროვნული იდეა. ერთადერთ შანსი, რომ ძლიერმა მოწინააღმდეგემ შენ ანგარიში გაგიწიოს, არის დაინახოს, რომ შენ ეროვნული იდეის გარშემო ხარ დარაზმული და ერთიანი. საქართველოს დემოკრატიულობა და ევროპული მომავალი არის ჩვენი ეროვნული იდეა და ეს ყველაფერმა დაადასტურა – ეს არის ერთადერთი იდეა, რომელსაც ათასობით ადამიანი გამოჰყავს ქუჩაში. ამდენად აუცილებელია, რომ ამ ეროვნული იდეის ირგვლივ ერთიანობა გამოჩნდეს“,– თქვა დვალმა ფორმულას“ ეთერში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S