Accentnews.ge
მწერლები, გამომცემლები, მთარგმნელები: არა რუსულ კანონს!

მწერლები, გამომცემლები, მთარგმნელები: არა რუსულ კანონს!

10/04/2024 12:07:20 საზოგადოება

საქართველოს პენ-ცენტრი, მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურის სფეროში დასაქმებული ადამიანები გმობენ საქართველოს პარლამენტში ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას და ხაზს უსვამენ, რომ ხელისუფლება კვლავ ცდილობს რუსული კანონის თავს მოხვევას.

„გაცემული სიტყვის გატეხა, მეგობრების გასაჭირში მიტოვება, მტერთან კოლაბორაცია, ძლიერთან ქედის მოხრა, ხოლო სუსტების ჩაგვრა, არასდროს ყოფილა და ვერასდროს იქცევა ქართული სულის და ხასიათის ნაწილად...

მოვუწოდებთ ქართველ ხალხს, არავითარ შემთხვევაში არ შეეგუონ სიტყვის გამტეხელ, ნებაყოფლობით გარუსებული მოღალატეების ძალმომრეობას და საქართველოს სახელმწიფოებრიობის ღალატს და ყველა შესაძლო ფორმით და მეთოდით წინ აღუდგნენ საქართველოს რუსიფიკაციის მორიგ მცდელობას“, - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

  • გვანცა ჯობავა, გამომცემელი, მთარგმნელი
  • ანა ჯავახიშვილი, პოეტი
  • ბექა ქურხული, მწერალი
  • დალილა გოგია, მთარგმნელი
  • რატი მუჯირი, მწერალი
  • ზაზა კოშკაძე, მწერალი, პოეტი
  • პაატა შამუგია, პოეტი
  • ზაალ ანდრონიკაშვილი, ლიტერატურათმცოდნე
  • ზურა პაპიაშვილი, მწერალი
  • ნიკი თარხან-მოურავი, გამომცემელი
  • ეკატერინე ტოგონიძე, მწერალი
  • ბესო სოლომანაშვილი, მწერალი
  • ნინო ბექიშვილი, ჟურნალისტი, ლიტერატურის მენეჯერი
  • ნატო ალხაზიშვილი, გამომცემელი
  • ტორესა მოსი, მწერალი
  • თამარ ლონდარიძე, გამომცემელი
  • ნიკოლოზ აგლაძე, ლიტერატურის კრიტიკოსი
  • ლელა კოდალაშვილი, მწერალი
  • ირინე ჭოღოშვილი, ლიტერატურის მენეჯერი
  • ნატო გორდელაძე, გამომცემელი
  • ანა კოპალიანი, მთარგმნელი
  • მაკა კასრაძე, გამომცემელი
  • თინა მამულაშვილი, გამომცემელი
  • ლაშა ბუღაძე, მწერალი
  • ნათია გიორგაძე, მწერალი
  • მაგდა ნოვაკოვსკა, მთარგმნელი, ქართველოლოგი
  • დარეჯან კიკოლიაშვილი, მთარგმნელი
  • ნატო კვარაცხელია, მთარგმნელი
  • ანა ჭაბაშვილი, რედაქტორი
  • მარინე ცხადაია, გამომცემელი
  • ირაკლი ლომოური, მწერალი
  • რუსუდან რუხაძე, მწერალი
  • ვასო გულეური, მწერალი, მთარგმნელი
  • ნუკა ღამბაშიძე, გამომცემელი, კულტურის მენეჯერი
  • ლელა შუბითიძე, კულტურის მენეჯერი
  • ნინა სურამელაშვილი, მწერალი
  • თამთა მელაშვილი, მწერალი
  • მედეა იმერლიშვილი, ჟურნალისტი
  • შოთა იათაშვილი, მწერალი, პოეტი
  • მაშო სამადაშვილი, ლიტერატურათმცოდნე
  • ნატა ლომოური, კულტურის მენეჯერი, საქართველოს პენცენტრი
  • ხათუნა ცხადაძე, მთარგმნელი, საქართველოს პენცეტნრი
  • კოკა ქამუშაძე, მწერალი
  • რატი ამაღლობელი, პოეტი
  • მაიკო დანელია, კულტურის მენეჯერი
  • იაკი კაბე, მწერალი
  • ბელა ჩეკურიშვილი, პოეტი
  • ლელა დუმბაძე, მთარგმნელი
  • მაკო ჯანჯიბუხაშვილი, მწერალი
  • ანა მარგველაშვილი, გამომცემელი
  • დათო გორგილაძე, მწერალი
  • ზვიად კვარაცხელია, გამომცემელი
  • არჩილ ქიქოძე, მწერალი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S