Accentnews.ge
გოჩა ასოშვილი უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს

გოჩა ასოშვილი უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს

10/04/2024 10:12:38 საზოგადოება

საქართველოს მოქალაქე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ალექსეევკაში მცხოვრები გოჩა ასოშვილი უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

ასოშვილი "გააძევეს სამხრეთ ოსეთიდან", იტყობინება საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. უშიშროების სამსახური.

ის 5 აპრილს ახალგორის რაიონში, სოფელ წინაგარის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

„დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ დაარღვია სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარი“, - ამტკიცებენ დე ფაქტო უწყებაში.

9 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მეოთხე სახელმწიფოთაშორის სარჩელზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“. საქმე მცოცავ ოკუპაცია ეხება, კერძოდ, ე.წ. „ბორდერიზაციას“ - ხელოვნური ღობეების დამონტაჟებას დე ფაქტო საზღვრებზე 2008 წლის ომის შემდეგ. სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შვიდი მუხლი, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S