Accentnews.ge
ილიკო სუხიშვილი: ვშორდებით თავისუფლების პერსპექტივას!

ილიკო სუხიშვილი: ვშორდებით თავისუფლების პერსპექტივას!

10/04/2024 08:16:07 საზოგადოება

ანსამბლ „სუხიშვილების“ სამხატვრო ხელმძღვანელმა ილიკო სუხიშვილმა ტელეკომპანია „პირველთან“ ისაუბრა "აგენტების" შესახებ კანონპროექტის კვლავ ინიციირებაზე.

მან თქვა, რომ ხალხის ნების იმედი აქვს.

„არ არის ისეთი კანონები, რომელიც პირიქით დაგვაახლოვებს ამ [დასავლურ – რედ.] პერსპექტივასთან? ჩემი აზრით, დასავლეთიდან ახლა გვიყურებენ, რომ ჩვენ ყველანაირ ღონეს ვხმარობთ, რათა ხაზი გადავუსვათ ამ პერსპექტივას და არ მგონია, ეს ლამაზად ჩანდეს.

ყოველ ჯერზე, როდესაც ასეთი საფრთხის წინაშე ვდგებით, გვიმეორდება 9 აპრილი. ვერ გამოვედით, ვერ გამოვძვერით აქედან, იმ საბჭოთა რეჟიმიდან მოყოლებული ამდენი თაობა და დღევანდელი რეჟიმი, რომელიც ამ თავის ფორმატით არანაკლებ საშინელია. ვშორდებით თავისუფლების პერსპექტივას, ეს მართლა არ მესმის“,– თქვა ილიკო სუხიშვილმა.

იხილეთ ასევე – ნინო სუხიშვილი: ვშიშობ, რომ ეს კანონი საქართველოზე აზრს შეუცვლის ჩვენს მეგობარ ქვეყნებს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S