
ნინო ლომჯარია: რეჟიმი, როგორიც პუტინს აქვს, საქართველოში ფეხს არასოდეს მოიკიდებს, ქართული საზოგადოება ფეხზე დადგება
09/04/2024 15:19:01 საზოგადოება
„საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ "რეჟიმი, როგორიც პუტინს აქვს, საქართველოში ფეხს არასოდეს მოიკიდებს, ქართული საზოგადოება ფეხზე დადგება"
"რამდენჯერაც არ უნდა შემოატრიალონ კანონი, რომელიც ჩვენს ევროპულ პერსპექტივას კლავს, იმდენჯერ ქართულ საზოგადოებას არ დაეზარება და თავის სათქმელს იტყვის. ეს ჯერ დასაწყისია და დარწმუნებული ვარ, რამდენი დღეც არ უნდა დასჭირდეს, მთელი ქართული საზოგადოება ფეხზე დადგება, რადგან ჩვენს თავისუფლებას სხვა ვერავინ დაიცავს. რაც არ უნდა მკაცრი განცხადებები გააკეთონ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ჩვენ უნდა ვიყოთ აქ, ყოველთვისაც იქ, სადაც ჩვენს მომავალს დავიცავთ. ამ კანონს შარშანაც „შიშის კანონი“ დავარქვი. მისი მიზანი რუსეთშიც და საქართველოშიც თავისუფალი აზრისა და სიტყვის განადგურებაა. შემდეგ არჩევნების ჩატარებასაც აზრი ეკარგება და ყველაფერი ხელისუფლების აბსოლუტური კონტროლის ქვეშაა. როგორც ჩანს, მმართველ პარტიას არ აქვს იმედი, რომ დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლებას შეინარჩუნებს“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
სამოქალაქო ორგანიზაციების ინიციატივით რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით „თავისუფლების მარში“ მიმდინარეობს.