Accentnews.ge
ეკა გიგაური: „ქართული ოცნების“ მიზანია, შეინარჩუნოს ძალაუფლება და ამ მიზნის მისაღწევად ის უარს ამბობს ევროკავშირზე

ეკა გიგაური: „ქართული ოცნების“ მიზანია, შეინარჩუნოს ძალაუფლება და ამ მიზნის მისაღწევად ის უარს ამბობს ევროკავშირზე

09/04/2024 14:46:37 საზოგადოება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიზანია, შეინარჩუნოს ძალაუფლება და ამ მიზნის მისაღწევად ის უარს ამბობს ევროკავშირზე.

"არჩევნებამდე აბსოლუტურად ყველა ორგანიზაცია თუ ადამიანი, გააჩერონ, რათა მათ მთავრობაში არსებულ პრობლემებზე არ ილაპარაკონ. არ ახსენონ ისეთი თემები როგორიცაა კორუფცია, მოსამართლეების შემოწმება, - აბსოლუტურად არაფერი კრიტიკული არ თქვან. ამ მიზნის მისაღწევად ისინი უარს ამბობენ ევროკავშირზე. ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის განცხადებები იმაზე, თუ როგორ აშორებს ეს კანონი საქართველოს ევროკავშირის გზას“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

სამოქალაქო ორგანიზაციების ინიციატივით რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით „თავისუფლების მარში“ მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S