Accentnews.ge
"ფლანგვის დეტექტორი": 3 სოფელი სრულყოფილი წყალმომარაგებით კვლავ ვერ სარგებლობს, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას უკვე 8.6 მლნ ლარი ჩაერიცხა ბიუჯეტიდან

"ფლანგვის დეტექტორი": 3 სოფელი სრულყოფილი წყალმომარაგებით კვლავ ვერ სარგებლობს, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას უკვე 8.6 მლნ ლარი ჩაერიცხა ბიუჯეტიდან

09/04/2024 05:25:48 საზოგადოება

"ფლანგვის დეტექტორის" ცნობით, სოფლები საბათლო, სამთაწყარო და ფიროსმანი კვლავ ვერ სარგებლობენ სრულყოფილი წყალმომარაგებით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას უკვე 8.6 მლნ ლარი ჩაერიცხა ბიუჯეტიდან.

"ხელშეკრულების დასრულების ვადამ შვიდჯერ გადაიწია, თუმცა შემსრულებელ კომპანიას პირგასამტეხლო საერთოდ არ დაკისრებია.

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ სამუშაოების დასრულებას შემსყიდველი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სპეციალურად აჭინაურებს.

სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის, შპს საბას მეპატრონეები რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეები არიან.

2021-2022 წლებში ამ კომპანიამ ჯამში 90 მილიონი ლარის 13 ტენდერში გაიმარჯვა, აქედან 7-ში – უკონკურენტო გარემოში", – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S