Accentnews.ge
ფერმერთა ასოციაცია პარლამენტს მოუწოდებს, არ დაუშვას "აგენტების" შესახებ კანონის მიღება

ფერმერთა ასოციაცია პარლამენტს მოუწოდებს, არ დაუშვას "აგენტების" შესახებ კანონის მიღება

08/04/2024 19:50:09 საზოგადოება

ფერმერთა სათათბიროს წევრები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღონ "აგენტების" შესახებ კანონი.

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, საფრთხე შეექმნება არსებულ მხარდამჭერ პროგრამებს, რომელთა მიზანი სოფლად მცხოვრები ადამიანების, მათ შორის ფერმერების კეთილდღეობის გაუმჯობესებაა.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში შემობრუნებას ძალიან მკაცრი შეფასება მოჰყვა საზოგადოების დიდი ნაწილისა და ჩვენი ქვეყნის დასავლელი პარტნიორების და დონორების მხრიდან (ევროკავშირი, აშშ, ნატო და სხვა).

შეგახსენებთ, რომ ათეული წლებია, რაც სწორედ დასავლელი პარტნიორების დაფინანსებით, სოფლის მეურნეობაში (და არა მარტო) ხორციელდება უამრავი მხარდამჭერი პროგრამა, რაც ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას და სიღარიბის დაძლევას ქვეყანაში. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საფრთხე შეექმნება არსებულ მხარდამჭერ პროგრამებსა თუ პროექტებს, რომლებიც მიმართულიასოფლად მცხოვრები ადამიანების, მათ შორის ფერმერების კეთილდღეობისგაუმჯობესებისკენ, იქნება ეს ფინანსებზე წვდომის უზრუნველყოფითა თუ თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების გადაცემის გზით.

ამ სიკეთეებზე უარის თქმით, ამაო გახდება ის ძალისხმევა რაც წლების განმავლობაში დარგში მომუშავე უწყებებმა, მათ შორის სამთავრობო სექტორმა, გაიღეს დარგის განვითარებისთვის, იმ რეფორმების ფარგლებში, რაცქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობა უნდა იყოს.

ამდენად, კანონპროექტთან დაკავშირებით ფერმერთა სათათბიროს წევრი დარგობრივი ასოციაციები, გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს არ დაუშვას მისი მიღება"- ნაათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

1. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

2. საქართველოს აგროტურიზმის რეგიონული ასოციაცია

3. ასოციაცია „მომავლის ფერმერი“

4. საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია

5. მეფრინველეობის განვითარების ასოციაცია

6. კენკრის მწარმოებელთა ასოციაცია

7. ასოციაცია „ტყის პროდუქტი’’

8. დარგობრივი უნარების ორგანიზაცია „აგრო დუო“

9. საქართველოს თევზმომშენებელთა ასოციაცია

10. საქართველოს დეკორატიული და ტყის შემქმნელი ენდემური სახეობებისმწარმოებელთა ასოციაცია

11. საქართველოს მწვანილის მწარმოებელთა ასოციაცია

12. ორგანული აქვაკულტურის ასოციაცია ,,ფორეჯი"

13. ასოციაცია „ღვინის ოსტატები“

14. გაერთიანება ,,ქართული ხორბალი''

15. ექსპორტის განვითარების ასოციაცია

16. საქართველოს მერძევეობის ასოციაცია

17. მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაცია

18. საქართველოს მეხილეობის ასოციაცია

19. საქართველოს თესლის მწარმოებლების და სანერგე მეურნეობების ასოციაცია.

„ქართული ოცნება“ მეორედ ცდილობს, მიიღოს კანონი „აგენტების“ შესახებ. როგორც განმარტეს, ახალ პროექტს ძველისგან მხოლოდ ერთი რამ განასხვავებს – ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. შესაბამისად, ორგანიზაციები, რომლებიც მათ შორის მუშაობენ ადამიანის უფლებებზე, რეფორმების ხელშეწყობაზე, კორუფციის გამოვლენაზე, იმის გამო, რომ დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ მოინიშნებიან სახელმწიფოს მიერ. ხოლო დონორები, მათ შორის ევროკავშირი, აშშ – "უცხო ძალად".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S