Accentnews.ge
WizzAir EURO 2024-ისთვის გერმანიის მიმართულებით რეისებს ამატებს

WizzAir EURO 2024-ისთვის გერმანიის მიმართულებით რეისებს ამატებს

08/04/2024 16:28:16 საზოგადოება

ავიაკომპანია WizzAir ივნისში, EURO 2024-ისთვის საქართველოდან გერმანიის რამდენიმე ქალაქში სპეციალურ ფრენებს ამატებს.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, 18, 22 და 26 ივნისს ქუთაისიდან - გერმანიის, ხოლო 19, 22 და 27 ივნისს გერმანიიდან ქუთაისის მიმართულებით დამატებითი რეისები ჩანიშნა.

დამატებულ რეისებთან ერთად კომპანიის რეგულარული ფრენებიც განხორციელდება.

ირკვევა, რომ ფრენის ღირებულება 199 ევროა.

"ქართველი გულშემატკივრები სასურველ დროს შეძლებენ გამგზავრებასა და ეროვნული გუნდის მხარდაჭერას. ფრენების ეს განრიგი ფანტასტიკურ შესაძლებლობას აძლევს ქართული ფეხბურთის მოყვარულებსა და ერთგულ ქომაგებს, რომ ადგილზე უგულშემატკივრონ საქართველოს ნაკრებს და მათთან ერთად გაიზიარონ ის მღელვარება, რომელიც თან ახლავს თითოეულ თამაშს. ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომლებსაც სურთ, მხარი დაუჭირონ ეროვნულ გუნდს „ევრო 2024“-ზე, შეუძლიათ, შეიძინონ ბილეთები ფიქსირებული ფასით, "ვიზეარის" ვებსაიტისა და ავიაკომპანიის მობილური აპლიკაციის მეშვეობით," - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S