
ლარი გამყარებას განაგრძობს
08/04/2024 13:59:32 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 9 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6777 ლარი ეღირება, ევრო – 2.9005 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3825 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6784 ლარი ღირდა, ევრო – 2.9018 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3834 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.