Accentnews.ge
ონკოპაციენტები უწყვეტ პროტესტს იწყებენ: "ყველა საჭირო მედიკამენტი უნდა შედიოდეს დაფინანსების პროგრამაში"

ონკოპაციენტები უწყვეტ პროტესტს იწყებენ: "ყველა საჭირო მედიკამენტი უნდა შედიოდეს დაფინანსების პროგრამაში"

08/04/2024 11:29:19 საზოგადოება

ონკოპაციენტები მთავრობის ადმინისტრაციასთან პერმანენტულ აქციებს იწყებენ. ისინი საქართველოში აუცილებელი მედიკამენტების შემოტანასა და სახელმწიფო პროგრამის 25-ათასლარიანი ლიმიტის გაუქმებას მოითხოვენ, რომელიც, მათი თქმით, კვლევებსა და გადასხმებს არ ჰყოფნის.

ამასთან, აქციის მონაწილეები, მოითხოვენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თანამდებობიდან გადადგომასა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას.

"მიზანი არის ის, რომ ყველა ონკოპაციენტისთვის ხელმისაწვდომი იყოს სიცოცხლისთვის აუცილებლად საჭირო ყველა მედიკამენტი და არა განსაზღვრული რაოდენობა, რადგანაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ 13 და 21 მედიკამენტი სრული სიმსივნეების სპექტრისთვის, რა თქმა უნდა, ვერ იქნება დამაკმაყოფილებელი. სიცოცხლისთვის აუცილებლად საჭირო ყველა მედიკამენტი უნდა შედიოდეს დაფინანსების პროგრამაში", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ცნობისთვის: ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო გადაწყვეტილებით, 25 000 –ლარიანი ლიმიტიდან ცალკე გამოიყოფა მედიკამენტები, რომლებიც ონკოპაციენტებისთვის სახელმწიფო პროგრამით არის გათვალისწინებული, თუმცა როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ეს მათი მკურნალობისთვის საკმარისი არაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S