Accentnews.ge
TI: უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან მიქაბერიძე დეკლარაციაში მეუღლის უძრავ ქონებას მალავს

TI: უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან მიქაბერიძე დეკლარაციაში მეუღლის უძრავ ქონებას მალავს

08/04/2024 06:38:49 საზოგადოება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" (TI) ცნობით, "საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან მიქაბერიძე, რომელიც სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფის, ე.წ. “კლანის” წევრია, 2024 წლის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მეუღლის უძრავ ქონებებს მალავს".

"კერძოდ, მის მეუღლეს, ზეინაბ ჭელიძეს ეკუთვნის შემდეგი 2 დაუდეკლარირებელი ქონება:

984 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული სახლი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სალიბაურში.

520 კვ.მ მიწის ნაკვეთი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სალიბაურში.

საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის თანახმად, ლევან მიქაბერიძე, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ვალდებულია ეს ინფორმაცია სრულად ასახოს მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში.

ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან მიქაბერიძე კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს უნდა დაექვემდებაროს.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად სასამართლოს გაჯანსაღების მიზნით გათვალისწინებული ერთ-ერთი წინაპირობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, სასამართლოების თავმჯდომარეების და ამ პოზიციებზე დასანიშნი კანდიდატების კეთილსინდისიერების გადამოწმებაა", – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S