Accentnews.ge
ადიგენში მუსლიმთა ლოცვის გასაპროტესტებლად მართლმადიდებლები შეიკრიბნენ

ადიგენში მუსლიმთა ლოცვის გასაპროტესტებლად მართლმადიდებლები შეიკრიბნენ

05/04/2024 10:22:23 საზოგადოება

ადიგენში მუსლიმთა ლოცვის გასაპროტესტებლად მართლმადიდებლები შეიკრიბნენ.

წერეთლის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი შენობა, სადაც მუსლიმი თემი ლოცულობს, მუსლიმი თემის ერთ-ერთ წევრის მერაბ მიქელაძის საკუთრებაა. იმის მიუხედავად, რომ მუსლიმები კერო სივრცეში აღავლენენ ლოცვას, გარეთ შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ ეს „სახლი მეჩეთად არ შეიძლება, იქცეს“.

დღეს პარასკევია და შესაბამისად, მუსლიმები ტრადიციული ლოცვის აღავლენენ.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან დაბა ადიგენში. მოვუწოდებთ ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი", – ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ადგილზე მყოფი მართლმადიდებლების თქმით, ისინი შენობასთან იმ მიზეზით შეიკრიბნენ, რომ "მუსლიმებმა დაპირება, რომ სახლს მეჩეთად არ გადააქცევდნენ არ შეასრულეს".

მუსლიმ თემს რელიგიის სააგენტო ამ სახლის დათმობის სანაცვლოდ 50 ათას ლარამდე თანხას სთავაზობს ადიგენიდან რამდენიმე კილომეტრში, სოფელ იჯარეთში მეჩეთის ასაშენებლად ან შენობის შესაძენად. მერაბ მიქელაძე კი ამბობს, რომ მეჩეთის აშენების შემთხვევაში ის მუსლიმთა მუფთს გადაეცემა, მისი საკუთრება აღარ იქნება და ვერ ხვდება, რატომ უნდა დათმოს კუთვნილი ქონება.

მუსლიმთა ლოცვის გასაპროტესტებლად დაბა ადიგენში 8 მარტსაც შეიკრიბნენ. მაშინ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სახლთან მაშინაც მობილიზებული იყო პოლიცია, "ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით".

განახლება

დაბა ადიგენში, სადაც ხმაური და დაპირისპირება იყო, სიტუაცია განმუხტულია. ამ დროისთვის [თბილისის დროით 17:50] აქცია დასრულებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S