
"ლუკოილში" საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
23/12/2019 20:46:51 სამართალი, ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კომპანია "ლუკოილში" შევიდა. ფინანსთა სამინისტროში დეტალებზე არ საუბრობენ, მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ "საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს". როგორც "მთავარი არხი" იუწყება, გამომძიებლებმა კომპანიიდან დოკუმენტაცია უკვე გაიტანეს.