Accentnews.ge
HRW – "აგენტების" კანონზე: ქმნის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან გადაყვანის საფრთხეს

HRW – "აგენტების" კანონზე: ქმნის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან გადაყვანის საფრთხეს

04/04/2024 16:13:23 პოლიტიკა, საზოგადოება

ევროკავშირის მხრიდან ყოყმანმა შესაძლებელი გახადა "უცხოეთის აგენტების" კანონის გავრცელება ევროპასა და შუა აზიაში, რაც აღრმავებს სირთულეებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც ისედაც ემუქრებათ საფრთხე დემოკრატიული ინსტიტუტების და თავისუფალი პრესის ჩახშობის მოსურნე მთავრობებისგან,– აცხადებს უფლებადამცველი ორგანიზაცია, ჰიუმან რაიტს უოჩი

ორგანიზაცია საუბრობს საქართველოსა და ყირგიზეთის მიერ ბოლო პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელთა მიზანია მიღება, ან მიღების სურვილის დემონსტრირება კანონმდებლობისა, რომელიც ირეკლავს რუსეთის მხრიდან სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისთვის გამოყენებულ კანონს.

HRW-ის შეფასებით, ეს წარმოადგენს ნაწილს ტენდენციისა, რომელსაც ევროპელი კანომდებლები თვალს უმოქმედოდ ადევნებენ:

"იმ ფონზე, როცა ევროპის და შუა აზიის მასშტაბით საფრთხეშია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ჩვენ გვჭირდება ევროკავშირი, რომელიც სიტყვებით და მოქმედებებით დაიცავს სამოქალაქო სივრცეს და დაამკვიდრებს სწორ სტანდარტებს" - წერს HRW.

ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ "საქართველოს მმართველი პარტია გეგმავს ხელახლა შემოიტანოს კამათის საგნად ქცეული, რუსული სტილის "უცხოეთის აგენტის" კანონმდებლობა, რომლის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის დასუსტება".

როგორც ორგანიზაცია მიუთითებს, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს კანონი "გამჭვირვალობას" ემსახურება, მაგრამ მათი განცხადებები ცხადყოფს, რომ ამ კანონებს კრიტიკული ხმების დასასჯელად და სტიგმატიზებისთვის გამოიყენებენ:

"2023 წლის დეკემბერში საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, იმ გაგებაზე დაფუძნებით, რომ ის გააუმჯობესებდა პირობებს სამოქალაქო საზოგადოებისთვის" - იხსენებს ორგანიზაცია და ხაზს უსვამს, რომ "ეს ნაბიჯი ქმნის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან გადაყვანის საფრთხეს, მაშინაც, თუკი ევროკავშირი ამ დრომდე მოსურნე იყო, ეს ქვეყანა წინ წაეწია დაახლოების პროცესში მიუხედავად შეზღუდული პროგრესისა ევროკავშირის რეფორმების პრიორიტეტებთან მიმართებით".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S