მთავრობამ პრეზიდენტს ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტზე უარი განუცხადა
04/04/2024 11:39:19 პოლიტიკა
მთავრობამ პრეზიდენტს 10-12 აპრილს ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტზე უარი განუცხადა. შესაბამისი განკარგულება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმოწერით მთავრობის ვებ–გვერდზეა გამოქვეყნებული.
განკარგულებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა თანხმობის მიღების მოთხოვნით მთავრობას 27 მარტს წერილობით მიმართა. პრეზიდენტისთვის უარის მიზეზი არ არის დასახელებული, თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მთავრობა სალომე ზურაბიშვილს ევროპაში სამუშაო ვიზიტებზე ნებართვას არ აძლევს.
გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ პრეზიდენტს 10 ქვეყანაში ვიზიტზე უარი განუცხადა.


