
ხვალ პარლამენტთან აქცია დაანონსდა: "არა რუსულ კანონს!"
03/04/2024 17:04:05 საზოგადოება
ხვალ, 20:00 საათზე პარლამენტთან აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს!" დაანონსდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო მოძრაობები "ტალღა" და "ჯიუტი" სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
"3 აპრილს საქართველოს პარლამენტში ქართულმა ოცნებამ კვლავ დაარეგისტრირა რუსული კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ ოდნავ სახეცვლილი სახელწოდებით - „კანონი უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების შესახებ”. 4 აპრილს, საღამოს 8 საათზე სამოქალაქო მოძრაობები, ტალღა და ჯიუტი პარლამენტის წინ გელოდებით ყველას, საორგანიზაციო შეხვედრაზე, სადაც ერთობლივად დავსახავთ კანონის საწინააღმდეგო პროტესტის გეგმებს. ის კანონი, რომელიც ქართულ ოცნებას ერთი წლის წინ ხელიდან გამოვგლიჯეთ, კვლავ გაააქტიურეს. ამიტომ, თავიდან მოგვიწევს გაერთიანება იმისათვის, რომ ვერ მოახერხონ მისი ამოქმედება. გელოდებით 4-ში. პარლამენტის წინ. ერთად მოვიფიქროთ სამოქმედო გეგმა რუსული კანონის წინააღმდეგ", – ნათქვამია განცხადებაში.
"ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს.