Accentnews.ge
ზელენსკი: რუსეთი 1 ივნისამდე დამატებით 300 ათასი ჯარისკაცის მობილიზაციისთვის ემზადება

ზელენსკი: რუსეთი 1 ივნისამდე დამატებით 300 ათასი ჯარისკაცის მობილიზაციისთვის ემზადება

03/04/2024 16:01:25 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი 1 ივნისამდე დამატებით 300 ათასი ჯარისკაცის მობილიზებისთვის ემზადება. ამის შესახებ მან ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.

ზელენსკიმ უპასუხა შეკითხვას უკრაინაში მობილიზაციის გეგმების შესახებ. კერძოდ, ჟურნალისტი დაინტერესდა, რამდენი ადამიანის გაწვევა იგეგმებოდა. უკრაინის პრეზიდენტმა ზუსტი რიცხვი არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ის იქნება 500 ათასზე ნაკლები.

რუსეთში 2022 წლის სექტემბერში გამოცხადდა ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაცია, რომლის დროსაც, ოფიციალური მონაცემებით, ჯარში 300 ათასი ადამიანი გაიწვიეს. ისინი, ვინც არ დახოცილა ან რაიმე მიზეზით დათხოვნილ იქნა, კვლავ ფრონტზე არიან. სამობილიზაციო განკარგულება კვლავ ძალაშია, თუმცა აქტიური სამობილიზაციო ღონისძიებები არ ტარდება. გასული ერთი წლის განმავლობაში რუსეთის არმია აქტიურად იღებდა ხალხს საკონტრაქტო სამსახურში, ასევე გრძელდებოდა ჯარში პატიმრების აყვანა. შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, ჯარი შეივსო კიდევ 300 ათასზე მეტი ადამიანით.

3 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან უკვე 100 ათასზე მეტი ადამიანი აიყვანეს სამხედრო სამსახურში კონტრაქტით. ასევე 1 აპრილს დაიწყო საგაზაფხულო გაწვევა, რომლის დროსაც სამხედრო სამსახურში 150 ათასი ადამიანის გაწვევა იგეგმება. ამავე დროს მოხდება შესაბამისი რაოდენობის გაწვეულთა დემობილიზაცია.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ მობილიზაციის ახალი ტალღისთვის მზადებას.

უკრაინაში ამჟამად მზადდება კანონპროექტი მობილიზაციის შესახებ, რომელიც ამ პროცესის გამარტივებას ითვალისწინებს. გუშინ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ადრე მიღებულ კანონებს, რომლებიც ამცირებს წვევამდელთა ასაკს 25 წლამდე და აუქმებს სამხედრო სამსახურისთვის შეზღუდულად ვარგისთა კატეგორიას, რაც ხელს შეუწყობს ჯარში დამატებითი წვევამდელების აყვანას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S