Accentnews.ge
ფინეთის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

ფინეთის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

03/04/2024 12:06:18 მსოფლიო

ოთხშაბათს, 3 აპრილს ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრე სტუბი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა Twitter (X) დაწერა და უკრაინის პრეზიდენტთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

„ჩვენ გვქონდა კარგი დისკუსია უკრაინისადმი ფინეთის ძლიერ და მუდმივ მხარდაჭერაზე, უფრო ფართო ევროპულ პერსპექტივასა და უკრაინის სამშვიდობო ფორმულაზე, რომელსაც ფინეთი მთელი გულით უჭერს მხარს“, - თქვა სტუბმა.

მან დასძინა, რომ ზელენსკიმ მიაწოდა ინფორმაცია ფრონტზე არსებული მდგომარეობის შესახებ.

"ჩემი მთავარი მესიჯი: ფინეთი იქნება თქვენთან, რამდენიც დასჭირდება", - დასძინა ფინეთის პრეზიდენტმა.

ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ალექსანდრე სტუბმა თანამდებობა ოფიციალურად 1 მარტს დაიკავა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S