Accentnews.ge
ჩარკვიანი: არ ველოდი, თუ მთავრობა ერთხელ წაგებულ პროტესტს ხელახლა დაიწყებდა, მოტყუება და საზოგადოების ღალატი კიდევ ერთხელ გვაჩვენა

ჩარკვიანი: არ ველოდი, თუ მთავრობა ერთხელ წაგებულ პროტესტს ხელახლა დაიწყებდა, მოტყუება და საზოგადოების ღალატი კიდევ ერთხელ გვაჩვენა

03/04/2024 11:31:03 საზოგადოება

რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი ამბობს, რომ არ ელოდა მმართველი გუნდისგან პარლამენტში „აგენტების“ შესახებ ანტიკონსტიტუციური კანონპროექტის ხელმეორედ დაინიცირებას პარლამენტში, მით უმეტეს, საარჩევნო წელს.

ის ამბობს, რომ ამ ჯერზეც საზოგადოების იმედი აქვს.

„არ ველოდი, თუ ეს მთავრობა ერთხელ წაგებულ პროტესტს ხელახლა დაიწყებდა. მოტყუება და საზოგადოების ღალატი კიდევ ერთხელ გვაჩვენა ამ მთავრობამ და ველოდი ღალატს, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ეს მათი საყვარელი საქმიანობაა, მაგრამ არ მეგონა თუ ისინი, იმავე ზღვაში შევიდოდნენ. მაქვს საზოგადოების იმედი, წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფერს აზრი არ აქვს. ეს იმედი არ დგას ჩემს ილუზიებზე, ეს დგას უკვე არსებულ გამოცდილებებზე“,– თქვა რეჟისორმა „ფორმულასთან“.

ის საზოგადოებას მოუწოდებს, იყოს ფხიზლად.

"ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

მან თქვა, რომ პროექტის შინაარსი უცვლელი იქნება, თუმცა იქნება მხოლოდ ერთი ცვლილება – "უცხოური გავლენის აგენტის" ნაცვლად მიეთითება "უცხოური ძალის ინტერესების გამტარი".

დეპუტატის თქმით, კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე [ივნისის ბოლო პარასკევი] იქნება სამივე მოსმენით მიღებული.

კანონპროექტი ჯერ კიდევ გასულ წელს, როდესაც მმართველი გუნდი ცდილობდა მიღებას, თუმცა საყოველთაო პროტესტის ფონზე ვერ შეძლო, მოწინააღმდეგეების მხრიდან შეფასდა "რუსულ კანონად". მსგავს კანონს კრემლის რეჟიმი კრიტიკული აზრის მქონე ადამიანების დევნისთვის იყენებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S