Accentnews.ge
არქეოლოგის არდაშვების გამო ომბუდსმენმა ძეგლთა დაცვის სააგენტოს დისკრიმინაცია დაუდგინა

არქეოლოგის არდაშვების გამო ომბუდსმენმა ძეგლთა დაცვის სააგენტოს დისკრიმინაცია დაუდგინა

03/04/2024 10:41:09 საზოგადოება

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დისკრიმინაციულად ექცეოდა არქეოლოგ გიორგი ბიძინაშვილს, რომელსაც ოროზმანის არქეოლოგიურ ძეგლზე სამუშაოების ჩატარების უფლებას არ აძლევდა. ომბუდსმენი სააგენტოს მოუწოდებს, აღმოფხვრას დისკრიმინაცია და გასცეს ნებართვა.

„ეროვნული მუზეუმი აცხადებს, რომ დისკრიმინაციის ფაქტს არ ეთანხმება, ხოლო სახალხო დამცველის რეკომენდაცია უსაგნოა, ვინაიდან მრავალი თვეა, რაც ის ისედაც სრულდება“, - აცხადებს დასკვნის საპასუხოდ ეროვნული მუზეუმი.

გიორგი ბიძინაშვილი ერთადერთი არქეოლოგი არ ყოფილა, ვისაც ძეგლთა დაცვის სააგენტო მუშაობის ნებართვას არ აძლევდა.

გიორგი ბიძინაშვილი 2022 წლის გაზაფხულზე სხვა ათობით კოლეგასთან ერთად გაათავისუფლეს ეროვნული მუზეუმიდან იქ მიმდინარე რეორგანიზაციის მიზეზით. თავად მეცნიერები მაშინ სამინისტროს დისკრიმინაციულ მიდგომაში ადანაშაულებდნენ და სამსახურიდან გაშვების ბრძანებები სასამართლოში გაასაჩივრეს. სწორედ ნიკა ვანიშვილმა, გიორგი ბიძინაშვილმა და ექსპედიციის ხელმძღვანელმა ჯუმბერ კოპალიანმა წარუდგინეს საზოგადოებას 2022 წლის 8 სექტემბერს ოროზმანის აღმოჩენა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S