Accentnews.ge
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 15 აპრილს დაიწყება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 15 აპრილს დაიწყება

03/04/2024 10:06:41 საზოგადოება

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 15 აპრილს, საქართველოს დროით 13:00 საათზე დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ნაკრები ავრცელებს.

ბილეთების შეძენა UEFA-ს პორტალზე იქნება შესაძლებელი.

"დეტალურ ინფორმაციას და გზამკვლევს ჩვენი გუნდის გულშემატკივარს უახლოეს დღეეებში გავუზიარებთ", - აცხადებენ ეროვნულ ნაკრებში.

საქართველო ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ეროვნული ნაკრები 18 ივნისს თურქეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S