Accentnews.ge
პეტერბურგში საბჭოთა წლების დისიდენტი ალექსანდრ სკობოვი დააკავეს

პეტერბურგში საბჭოთა წლების დისიდენტი ალექსანდრ სკობოვი დააკავეს

03/04/2024 09:24:37 მსოფლიო

2 აპრილს, ღამით, სანკტ-პეტერბურგში დააკავეს რუსეთის ოპოზიციის ცნობილი აქტივისტი და საბჭოთა წლების დისიდენტი, 66 წლის ალექსანდრ სკობოვი. მას ტერორიზმის გამართლებას ედავებიან - იტყობინებიან რუსი უფლებადამცველები.

უშიშროების ძალებმა სკობოვს ტელეფონი და კომპიუტერი ჩამოართვეს და ასევე არ მისცეს საშუალება, თან წაეღო დიაბეტის წამლები. აქტივისტი ვლადიმერ ვოლოხონსკი ამბობს, რომ პუბლიცისტს ცუდი ხედვა აქვს: „არ ვიცი, შეუძლია თუ არა მას წერილების კითხვა და პასუხის გაცემა. მან უარი თქვა ადვოკატზე“.

66 წლის სკობოვი გასულ თვეში დაუმატეს რუსეთის "უცხოეთის აგენტების" სიას.

დაკავებამდე ორი დღით ადრე, სკობოვმა ვებსაიტ Okno-ს მისცა ინტერვიუ, რომელშიც გამოვიდა მოწოდებით მხარდაჭერა აღმოეჩინოს რუსი მოხალისეების ჯგუფებს, რომლებიც უკრაინის არმიის მხარდამხარ იბრძვიან უკრაინაში შეჭრილი რუსეთის ძალების წინააღმდეგ. ამავე ინტერვიუში სკობოვმა დაგმო რუსეთის მიმდინარე აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S