Accentnews.ge
კრასნოდარის მხარეში მკვდარი დელფინების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა

კრასნოდარის მხარეში მკვდარი დელფინების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა

03/04/2024 06:31:25 მსოფლიო

ბოლო კვირების განმავლობაში კრასნოდარის მხარეში მკვდარი დელფინების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.

სამეცნიერო და გარემოსდაცვით ცენტრ „დელფის“ ცნობით, მხოლოდ მარტის ბოლო კვირაში ამ არეალში101 მკვდარი დელფინი აღმოაჩინეს. ჯამში, მარტში სანაპიროზე 137 დახოცილი ვეშაპისმაგვარი დელფინი იპოვეს. ცენტრმა ნაპირზე გამორიყული დელფინების ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა .

იტყობინებიან, რომ სანაპიროზე გამორიყულ დახოცილ დელფინთა უმეტესობას სხეულზე თევზსაჭერი ქსელების კვალი ემჩნევა. გარდა ამისა, ზოგიერთი დელფინი გამოშიგნული აღმოჩნდა და გამობმული ჰქონდა ლოდები.

"რა თქმა უნდა, მეთევზეები განზრახ არ კლავენ დელფინებს (ვეშაპები იღუპებიან ბადეებში მოხვედრისას), ამ გზით ისინი ცდილობენ, თავიდან მოიშრონ ბადეებში მოხვედრილი სხეულები", - ამბობენ გარემოსდამცველები.

"დელფი" აღნიშნავს, რომ წელს კავკასიისთვის გაორმაგდა კეფალების დაჭერის კვოტა. სწორედ კამბალების დასაჭერი ბადეები ითვლება ყველაზე საშიშად ზღვის ძუძუმწოვრებისთვის. შესაბამისად, გარემოსდამცველები ალტერნატივის მოძიებასა და თევზაობის წესების შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შავი ზღვა ყუბანის სანაპიროზე შეიძლება, დელფინების გარეშე დარჩეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S