
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს
03/04/2024 06:16:19 საზოგადოება
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თენგიზ ჭანია საქართველოში ჩამოასვენეს.
ჭანიას ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, ნათესავები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები დახვდნენ.
ახლობლების ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი დონეცკის ოლქში, „აზოვის“ მესამე მოიერიშე ბრიგადაში იბრძოდა. ის 22 მარტს, თავდასხმის დროს დაიღუპა.
ჭანია აფხაზეთიდან დევნილია. ის იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის.
ჭანიას განმუხურში დაკრძალავენ.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას 62 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.