
ქუთაისში, „საქართველოს ფოსტის“ შენობაში ხანძარი გაჩნდა
03/04/2024 06:02:28 რეგიონები, საზოგადოება
ქუთაისში, „საქართველოს ფოსტის“ შენობაში ხანძარი გაჩნდა.
ცეცხლის კერა მეორე სართულზე იყო, რომელიც უფუნქციოდაა დარჩენილი. შენობა ისტორიულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის ლიკვიდაცია დროულად მოხდა და პირველ სართულზე, სადაც „საქართველოს ფოსტა“ ფუნქციონირებს, არ გადასულა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, უცნობია.