
რუსეთმა დნიპროზე სარაკეტო იერიში მიტანა, დაშავებულთა შორის არიან ბავშვებიც
02/04/2024 18:02:09 მსოფლიო
რუსულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ დნიპროზე. დაშავებულია 13 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვია. ამის შესახებ დნიპროს სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ლისაკმა განაცხადა.
მისი ცნობით, სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა ქალაქის ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულება.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი დაზვერვის დირექტორატის წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა ვადიმ სკიბიცკიმ 2 აპრილს განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით, რუსეთის არმიის შეიარაღებაში დაახლოებით 950 ოპერატიულ-სტრატეგიული და სტრატეგიული დონის რაკეტა რჩება.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის პროგნოზით, „რუსეთმა შეიძლება განახორციელოს კიდევ რამდენიმე მასიური კომბინირებული შეტევა, ვიდრე მას მარაგის შესავსებად პაუზის გაკეთება არ დასჭირდება“.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერჰი პოპკოს თქმით, 2024 წლის პირველ კვარტალში რუსეთმა კიევს 180 გამანადგურებელი საშუალება ესროლა, აქედან 139 რაკეტა. მათ შორის იყო ხუთი ჰიპერბგერითი რაკეტა „ცირკონი“.