Accentnews.ge
მედია: NATO-ში განილიხავენ უკრაინისთვის $100– მილიარდიანი ფონდის შექმნას

მედია: NATO-ში განილიხავენ უკრაინისთვის $100– მილიარდიანი ფონდის შექმნას

02/04/2024 17:50:17 მსოფლიო

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოდის წინადადებით, შექმნიას ხუთწლიანი $100–მილიარდიანი ფონდი უკრაინისთვის, როგორც პაკეტის ნაწილი, რომელსაც ბლოკის ლიდერები მოაწერენ ხელს ვაშინგტონში სამიტზე. წერს Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

სააგენტოს თანამოსაუბრის თქმით, ალიანსის წევრები ჯერ კიდევ განიხილავენ სტოლტენბერგის წინადადებას და შენატანების განაწილების მექანიზმებს, კერძოდ, სრულად გაითვალისწინონ თუ არა უკრაინისთვის ორმხრივ ფარგლებში გაწეული დახმარება.

წყაროები ვარაუდობენ, რომ წინადადება დისკუსიების პროცესში სავარაუდოდ, შეიცვლება.

როგორც პაკეტის ნაწილი, ნატოს ასევე შეუძლია, საკუთარ თავზე აიღოს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფზე (რამშტაინის ფორმატი) ოპერატიული პასუხისმგებლობა, რომელიც კოორდინაციას უწევს კიევისთვის იარაღის მიწოდებას და რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს,– აცხადებენ წყაროები და განმარტავენ, რომ ამგვარმა ნაბიჯმა შეიძლება დაიცვას ეს სტრუქტურა ნებისმიერი პოლიტიკური ცვლილებისგან, რომელიც შეიძლება მოხდეს აშშ-ის არჩევნების შემდეგ.

ნატოსა და თეთრ სახლში თემის ირგვლივ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S