
მედია: უკრაინელებმა ხელოვნური ინტელექტის მქონე დრონებით დაიწყეს რუსეთში სამიზნეების განადგურება, რაც მეტ სიზუსტეს უზრუნვეყოფს
02/04/2024 17:29:52 მსოფლიო
უკრაინელმა სამხედროებმა ხელოვნური ინტელექტის მქონე დრონების გამოყენება დაიწყეს რუსეთში სამიზნეების გასანადგურებლად, რაც მათ საშუალებას აძლევს, აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე მეტი სიზუსტით იმოქმედონ,- წერს CNN საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
"სიზუსტე მიიღწევა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. თითოეულ დრონს აქვს საბორტო კომპიუტერი თანამგზავრისა და რელიეფის მონაცემებით. ფრენები წინასწარ არის განსაზღვრული ჩვენს მოკავშირეებთან ერთად და დრონი იცავს ფრენის გეგმას, რაც საშუალებას გვაძლევს, სამიზნეებს მეტრების სიზუსტით დავარტყათ",– უთხრა წყარომ CNN-ს.
იტყობინებიან, რომ სიზუსტეს დრონის სენსორები უზრუნველყოფენ.
ბრიტანელი ანალიტიკოსი ნოა სილვია ამბობს, ამგვარ დრონს არ სჭირდება კომუნიკაცია თანამგზავრებთან – ის სრულად ავტონომიურია:
"მათ აქვთ ე.წ. "მანქანური ხედვა", რომელიც არის ხელოვნური ინტელექტის ტიპი. არსებითად, თქვენ იღებთ მოდელს, დებთ მასში ჩიპს და ტესტავთ ამ მოდელს გეოგრაფიისა და სამიზნის იდენტიფიცირებისთვის, რომლისკენაც ის მიემართება. როდესაც ის საბოლოოდ გაფრინდება, მას შეეძლება იმის დადგენა, თუ სად იმყოფება".