Accentnews.ge
რუსეთში კვლავ შეცვალეს შავი ზღვის ფლოტის ხელმძღვანელი

რუსეთში კვლავ შეცვალეს შავი ზღვის ფლოტის ხელმძღვანელი

02/04/2024 15:47:55 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ახალი მეთაურის დანიშვნის შესახებ განაცხადა.

საუბარია ვიცე-ადმირალ სერგეი პინჩუკზე. შესაბამის ბრძანებას ხელი მოაწერა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, – იტყობინება რუსული მედია.

პინჩუკი, წარმოშობით სევასტოპოლიდანაა, ადრე მსახურობდა კასპიის ფლოტილის მეთაურად და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაურის პირველ მოადგილედ. პინჩუკის წინააღმდეგ სანქციები ევროკავშირმა და კანადამ 2022 წელს დააწესეს.

მანამდე ბრიტანულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ პინჩუკმა პოსტი მას შემდეგ მიიღო, რაც პუტინმა გაათავისუფლა მისი წინამორბედი ვიქტორ სოკოლოვი რუსეთის ფლოტზე უკრაინის წარმატებული თავდასხმების ფონზე.

უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, საპატრულო გემი "სერგეი კოტოვი" გასულ თვეში ჩაიძირა, ასევე დაზიანდა დიდი სადესანტო გემები "კონსტანტინ ოლშანსკი", "იამალი", "აზოვი" და სადაზვერვო გემი "ივან ხურს". ასევე დაარტყეს საკომუნიკაციო ცენტრს და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის რამდენიმე ინფრასტრუქტურულ ობიექტს. ომის დაწყების შემდეგ უკრაინელებმა ჯამში რუსული შავი ზღვის ფლოტის მესამედი გამოიყვანეს მწყობრიდან. რუსეთი ამ დანაკარგებზე არ საუბრობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S