
ნიდერლანდებში პატიმარმა თანამოსაკნეები აიყვანა მძევლად
02/04/2024 15:33:31 მსოფლიო
ნიდერლანდებში, ქალაქ ჰეერჰუგოვარდის ციხეში შესახლებულმა პატიმარმა თავისი ორი თანამოსაკნე მძევლად აიყვანა. ამის შესახებ პორტალი NOS იტყობინება.
ინციდენტი გამოცემას სასამართლო დეპარტამენტში დაუდასტურეს. ცნობილია, რომ მძევლები საერთო საკანში იმყოფებოდნენ.
სასჯელაღსრულების სამსახურის სპიკერის თქმით, ძალის გამოყენების არც ერთი ეპიზოდი არ ყოფილა.
როგორც იუწყებიან, ადგილზე სამართალდამცავები ცდილობდნენ სიტუაციის კონტროლის ქვეშ მოქცევას და საბოლოოდ, წარმატებას მიაღწიეს - მძევლები გაათავისუფლეს.
თავად ინციდენტი რამდენიმე საათს გაგრძელდა. არსებული ცნობებით, არავინ დაშავებულა.