
მაკანინის "კავკასიელი ტყვე" რუსეთში სასწავლო პროგრამიდან ამოიღეს
02/04/2024 14:58:00 მსოფლიო
რუსეთის სასწავლო პროგრამიდან ამოიღეს რუსი მწერლის ვლადიმირ მაკანინის მოთხრობა "კავკასიელი ტყვე". ამის შესახებ რუსული სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ სახელმწიფო სათათბიროს განათლების კომიტეტის ხელმძღვანელის პირველ მოადგილე იანა ლანტრატოვაზე დაყრდნობით იტყობინება.
მან მიზეზად ე.წ. ლგბტ თემების პროპაგანდა დაასახელა.
დეპუტატი ირწმუნება, რომ იგი“ მშობლებისგან მასობრივად იღებდა მიმართვებს“ იმის შესახებ, რომ მოთხრობა სასკოლო პროგრამაში შედიოდა. "ეს მოთხრობა დატყვევებული კავკასიელი 'ბოევიკისადმი' რუსი ჯარისკაცის ჰომოსექსუალურ ლტოლვაზე გვიამბობს ", - ამბობს ლანტრატოვა და ამბობს, რომ ლახავს რუსული ჯარის ღირსებას.
ღია წყაროების მიხედვით, მაკანინის მოთხრობა 1995 წელს გამოქვეყნდა. იგი ეძღვნება რუსი ჯარისკაცისა და ახალგაზრდა ჩეჩენი მებრძოლის ურთიერთობას. ამ მოთხრობისა და რომანისათვის „ანდერგრაუნდი, ანუ ჩვენი დროის გმირი“ მაკანინს 1999 წელს ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში რუსეთის სახელმწიფო ფედერაციის პრემია მიენიჭა.