Accentnews.ge
ტრამპმა თაღლითობის საქმეზე $175 მილიონიანი გირაო გადაიხადა

ტრამპმა თაღლითობის საქმეზე $175 მილიონიანი გირაო გადაიხადა

02/04/2024 14:49:29 მსოფლიო

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში თაღლითობის საქმეზე გირაოს სახით დაკისრებული 175 მილიონი დოლარი გადაიხადა, რითაც თავიდან აიცილა აქტივების, მათ შორის ნიუ-იორკში მდებარე ცათამბჯენ "ტრამპ-ტაუერისა" და ფლორიდის "მარ-ა-ლაგოს" რეზიდენციის, ჩამორთმევა.

თავდაპირველად ნიუ-იორკის სასამართლომ ტრამპს გირაოდ 464 მილიონი დოლარი განსაზღვრა, მაგრამ ტრამპმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ გირაოს თანხა 175 მილიონ დოლარამდე შეამცირა და 10–დღიანი ვადა განსაზღვრა.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი სააპელაციო სასამართლოს ბრძანებას შეასრულებს.

ასევე, დონალდ ტრამპის პირველი სისხლის სამართლის პროცესი ნიუ-იორკში 15 აპრილს დაიწყება.

საქმე დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატის მაიკლ კოენის მიერ სტორმი დენიელის გასაჩუმებლად 130,000 დოლარის გადახდას ეხება. პროკურორები თვლიან, რომ ეს თანხა რეალურად დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას ისახავდა მიზნად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S