
სტამბოლში, ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა
02/04/2024 14:29:01 მსოფლიო
სტამბოლის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 10-მდე პირი. ამის შესახებ ქალაქის მერმა ეკრემ იმამოღლუმ ისაუბრა.
ხანძარი დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოების დროს გაჩნდა.
მერის ცნობით, დაშავებულთაგან შვიდის მდგომარეობა კრიტიკულია. ისინი ახლომდებარე საავადმყოფოებში მკურნალობენ.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და მომხდარზე გამოძიება დაიწყო.