Accentnews.ge
ნარიშკინმა აღიარა, რომ აშშ–მა გააფრთხილა რუსეთი ტერაქტის მზადების შესახებ

ნარიშკინმა აღიარა, რომ აშშ–მა გააფრთხილა რუსეთი ტერაქტის მზადების შესახებ

02/04/2024 12:53:48 მსოფლიო

ФСБ-მ იცოდა მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ, გაფრთხილება მიიღოაშშ-ს სადაზვერვო სამსახურებიდან, მაგრამ ინფორმაცია არ იყო საკმარისი Crocus City Hall-ზე ტერორისტული თავდასხმის აღსაკვეთად, თქვა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა.

„დიახ, უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ნამდვილად მიიღო ინფორმაცია აშშ-ს სადაზვერვო სამსახურებიდან, რომ ამგვარი, სამწუხაროდ, შესაძლებელია. მაგრამ, როგორც ჩვენმა რუსმა კოლეგებმა განაცხადეს, ინფორმაცია ძალიან ზოგადი იყო და არ გვაძლევდა საშუალებას, სრულად გამოგვევლინა, ვინც მონაწილეობდა ამ საშინელ დანაშაულში“,– თქვა ნარიშკინმა.

მანამდე ФСБ–ს დირექტორმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა მართლაც გადასცა ინფორმაცია რუსეთს ქვეყანაში მომზადებული ტერაქტის შესახებ და ხელისუფლებამ „მიიღო შესაბამისი ზომები მსგავსი გამოვლინების თავიდან ასაცილებლად“.

Reuters ასევე წერდა, რომ "კროკუსზე" თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე, ირანმა გააფრთხილა რუსეთი, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ავღანური უჯრედი ტერორისტულ თავდასხმას ამზადებდა. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ირანის სადაზვერვო სამსახურებმა ინფორმაცია რუსეთში მომზადებული ტერაქტის შესახებ „ისლამური სახელმწიფოს“ სავარაუდო ბოევიკების დაკითხვის დროს მიიღეს. თავდასხმის შემდეგ პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. თუმცა მოსკოვი უკრაინისა და მისი დასავლელი პარტნიორების დადანაშაულებას ცდილობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S