
ფინეთში, სკოლაში მოსწავლემ ცეცხლი გახსნა, არიან დაშავებულები
02/04/2024 10:20:57 მსოფლიო
სამი 13 წლის ბავშვი დაიჭრა ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკის მახლობლად სკოლაში სროლის შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ფინეთის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი ცნობით, მომხდარში ეჭვმიტანილი 13 წლის მოსწავლეა. იგი დაკავებულია.
ინციდენტი ქალაქ ვანტააში, ვიერტოლას დაწყებით სკოლაში მოხდა. სკოლას დაახლოებით 800 მოსწავლე ჰყავს.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.