Accentnews.ge
ავსტრიის კანცლერი: ქვეყანას რუსეთის ჯაშუშური ქსელები ემუქრება

ავსტრიის კანცლერი: ქვეყანას რუსეთის ჯაშუშური ქსელები ემუქრება

02/04/2024 10:17:21 მსოფლიო

ავსტრიის კანცლერის კარლ ნეჰამერის განცხადებით, ქვეყანას რუსეთის ჯაშუშური ქსელები ემუქრება.

"ავსტრიისთვის აუცილებელია, რომ მიიღოს უსაფრთხოების ზომები საფრთხის გამო, რასაც წარმოადგენს ქვეყანაში რუსეთის სადაზვერვო სამსახურების შეღწევა", – განაცხადა მან.

კანცლერის განცხადება მოჰყვა საკონსტიტუციო დაცვისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ამჟამად უკვე გაუქმებული ფედერალური სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის ეგისტო ოტის დაპატიმრებას, რომელიც ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.

„არის სერიოზული ბრალდებები. ერთი მხრივ, ისინი სასამართლო ორგანოებმა უნდა შეაფასოს, მეორე მხრივ, აუცილებელია, შევაფასოთ და განვმარტოთ რესპუბლიკის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება... ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ რუსეთის ჯაშუშურმა ქსელებმა შეაღწიონ და თვალყური ადევნონ პოლიტიკურ პარტიებსა და გაერთიანებებს და ამით საფრთხე შეუქმნან ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა ავსტრიის კანცლერმა.

გაზეთ Der Standard-ის ინფორმაციით, ოტი ეჭვმიტანილია იმაში, რომ მან რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცა ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი მაღალი რანგის წარმომადგენლის მობილურ ტელეფონებში დაცული ინფორმაცია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S