
თათრეთში არსებულ საწარმოებს პირველად შეუტიეს
02/04/2024 07:02:10 მსოფლიო
2 აპრილის დილით უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ უპილოტო საფრენი აპარატებით პირველად შეუტიეს თათრეთში არსებულ სამრეწველო საწარმოებს.
„დღეს დილით, ელაბუგასა და ნიჟნეკამსკის საწარმოებს თავს დაესხნენ უპილოტო საფრენი აპარატები. სერიოზული ზიანი არ არის, საწარმოების ტექნოლოგიური პროცესი არ შეფერხებულა“, - განაცხადა თათარეთის ხელმძღვანელმა რუსტამ მინნიხანოვმა.
მისი თქმით, ელაბუგში არიან დაშავებულები „შენობის ნგრევის შედეგად“, მათ სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
ასევე, ორი უპილოტო თვითმფრინავი "ალაბუგას" სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში საერთო საცხოვრებელს შეეჯახა. იუწყებიან ორი ადამიანის დაშავების შესახებ.
ნიჟნეკამსკში დრონი ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაეჯახა, – წერს ტელეგრამ–არხი „112“. არხის ცნობით, დრონი ტექნოლოგიურ ინსტალაციას დაეჯახა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და მას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
თათრეთი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1200 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.
2023 წელს რუსეთმა "ალაბუგას" ქარხანაში ირანული შაჰედის დრონების წარმოება დაიწყო, რომელსაც რუსული არმია იყენებს უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის. გასულ შემოდგომაზე კომპანია თვეში თითქმის 200 თვითმფრინავს აწარმოებდა. 2025 წლის სექტემბრისთვის ქარხანამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებით 6 ათასი დრონი უნდა აწარმოოს.