
რუსეთში მდებარე უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან
02/04/2024 06:50:45 მსოფლიო
რუსეთში, ქალაქ ელაბუგასში მდებარე უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან.
გამოცემა „რბკ-უკრაინა" ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დრონებით შეუტია ელაბუგაში მდებარე ქარხანას, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს.
კრემლის მიერ კონტროლირებული საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ცნობით, ელაბუგის რაიონში მდებარე განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის – „ალაბუგის“ ტერიტორიაზე დანგრეულია საერთო საცხოვრებლის შენობა. გამოცემის ინფორმაციით, დაშავდა, სულ მცირე, 6 ადამიანი.
რუსეთი თავის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით „ტერორისტულ შეტევებში" უკრაინას ადანაშაულებს. კიევი ოფიციალურ კომენტარს, როგორც წესი, არ აკეთებს.