
პენტაგონი: ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას აგრძელებს
02/04/2024 06:21:05 მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის პარტნიორობა განვითარებას განაგრძობს. შესაბამისი განცხადება პენტაგონის პრეს–სპიკერის მოადგილემ საბრინა სინგმა გაააკეთა.
როგორრც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის იარაღის მიწოდება კვლავ იზრდება.
კითხვაზე, თუ რა სახის იარაღს იღებს რუსეთი, სინგმა უპასუხა, რომ საუბარია სხვადასხვა ტიპის იარაღის მიწოდებაზე.
„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი მიმართავს პარტნიორებს, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა, ირანი, რათა გააგრძელოს მხარდაჭერის მიღება უკრაინის წინააღმდეგ მისი ომისთვის“, - აღნიშნა პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ.
მისი თქმით, აშშ უკრაინის დახმარებას გააგრძელებს მანამ, ვიდრე ეს საჭირო იქნება.