Accentnews.ge
უკრაინის საჰაერო ძალები: რუსეთის არმიის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული დრონი ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო ძალები: რუსეთის არმიის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული დრონი ჩამოვაგდეთ

02/04/2024 06:09:29 მსოფლიო

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის არმიას ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული უპილოტო საფრენი აპარატი გაუნადგურეს.

მისი ცნობით, „ფორპოსტი“.შავი ზღვის აკვატორიაში ჩამოგდეს.

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა ილია ევლაშმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "რუსული დრონი „ფორპოსტი“, რომელიც თურქული „ბაირაქთარის“ ანალოგს ჰგავს, დაახლოებით შვიდი მილიონი დოლარი ღირს".

ევლაშის ინფორმაციით, დიდი ზომის ამ უპილოტო საფრენ აპარატს დაზვერვასთან ერთად შეუძლია ორი რაკეტით ან სხვა იარაღით ხმელეთზე სამიზნეების განადგურება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკრაინელი სამხედროების მიერ შავ ზღვაში „ფორპოსტის“ ჩამოგდების შესახებ არაფერი უთქვამს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S