
თეირანი სირიაში მდებარე ირანის საკონსულოზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს
01/04/2024 18:41:53 მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი სირიაში მდებარე ირანის საკონსულოს შენობაზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს.
"დამასკოში ირანის საკონსულოზე თავდასხმა არის ყველანაირი საერთაშორისო კონვენციის დარღვევა", - განაცხადა ამირაბდოლაჰიანიმ.
მისი თქმით, ირანი ამ თავდასხმას პასუხს გასცემს.
ამასთან, მან საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდა.
მედიის ცნობით, დღეს სირიის დედაქალაქ დამასკოში, ირანის საკონსულოზე ისრაელის სარაკეტო თავდასხმას ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC) უფროსი მეთაური, მოჰამად რეზა ზაჰედი ემსხვერპლა.