Accentnews.ge
მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი: კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან გათავისუფლებულმა რესტავრატორმა შრომითი დავა მოიგო

მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი: კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან გათავისუფლებულმა რესტავრატორმა შრომითი დავა მოიგო

01/04/2024 15:03:47 საზოგადოება

მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის ცნობით, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან გათავისუფლებულმა რესტავრატორმა ანი შეროზიამ შრომითი დავა მოიგო.

პროფკავშირის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ანი შეროზიამ წულუკიანს სასამართლო დავა მოუგო!

გვინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ ჩვენმა მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი - SEC Workers Union- მა მორიგი სასამართლო პროცესი მოუგო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს ( საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა) პირადად საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მინისტრს თეა წულუკიანი Thea Tsulukiani - სა და მის ზონდერს ნიკოლოზ აზნაურაშვილს.

გაცნობებთ, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2024 წლის 29 მარტს გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე ანი შეროზია (Ani Sherozia ) სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ, რომლითაც დაკმაყოფილდა ანი შეროზიას სარჩელი.

სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ანი შეროზიას სამსახურიდან გათავისუფლება და ბათილად ცნო ბრძანება, რომლითაც ანი შეროზია სამსახურიდან გათავისუფლდა, ასევე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ამასთან სააგენტოს ანი შეროზიას სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 1000 ლარის ანაზღაურება, ვინაიდან სასამართლო, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში ჩატარებული მავნებლური რეორგანიზაციის შემდეგ, სააეგენტოს ვერ დაავალდებულებს დასაქმებული აღადგინოს დაკავებულ თანამდებობაზე, რაც სააგენტოსთვის დიდი დანაკლისი იქნება. ანი შეროზია სააგენტოში ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური მასალის ერთადერთი რესტავრატორი იყო. ანი შეროზია მეცნიერების, განათლების და კულტურის პროფკავშირის წევრია

დიდ მადლობას ვუხდით, დაუღალავი და მაღალკვალიფიციური შრომისთვის, ჩვენ ადვოკატებს:

დავიატ ომსარაშვილს (Davit Omsarashvili)

შალვა ხვთისიაშვილი(Shalva Khvtisiashvili)

სალომე სურმანიძე (@salome surmanidze)

შეგახსენებთ, რომ ეს უკვე მე-19 სასამართლო პროცესია, რომელიც კულტურის სამინისტროს სისტემიდან უკანონოდ და რეპრესიულად გათავისუფლებულმა ადამიანებმა მოიგეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წინააღმდეგ!

პროფკავშირი მიიჩნევს, რომ ამ წმენდის ყველა ორგანიზატორმა თუ თანამონაწილემ პასუხი უნდა აგოს ჩადენილ კანონდარღვევებზე და მათი სახელები უნდა იყოს საზოგადოებისთვის ცნობილი, რათა მომავალში დაცული ვიყოთ მსგავსი უსამართლობისგან.

წინ კიდევ 70-მდე სარჩელია!

ბრძოლა გრძელდება!".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S