Accentnews.ge
უკრაინა: 2024 წლის პირველ სამ თვეში რუსეთმა კიევზე თავდასხმა, მათ შორის 5 „ცირკონით“ განახორციელა

უკრაინა: 2024 წლის პირველ სამ თვეში რუსეთმა კიევზე თავდასხმა, მათ შორის 5 „ცირკონით“ განახორციელა

01/04/2024 14:33:07 მსოფლიო

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წლის პირველ კვარტალში რუსეთმა უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით 180 გამანადგურებელი საშუალება გაუშვა.

როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი პოპკო აცხადებს, მტრის მიერ გამოყენებული საბრძოლო საშუალებიდან 139 რაკეტა, მათ შორის „ცირკონის“ ტიპის 5 ჰიპერბგერითი რაკეტა იყო.

„მტერი სისტემატურად გვიტევს დრონებითა და სხვადასხვა ტიპის რაკეტებით. არავის არასოდეს არ გაუძლია ამდენი და ასეთი სიმძლავრის სარაკეტო დარტყმებისთვის. დემოკრატიულმა მსოფლიომ უნდა ჩაკეტოს ცა უკრაინის ქალაქების თავზე. მეტი საჰაერო თავდაცვა ნიშნავს მეტ გადარჩენილ სიცოცხლეს", განაცხადა პოპკომ.

მისი თქმით, უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვის საშუალება სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე დასავლეთი კიევს დახმარებას თითქმის უწყვეტ რეჟიმში უწევს. ამ დროისთვის უკრაინა მოელის, რომ აშშ მრავალმილიარდიან სამხედროს დახმარების პაკეტს დაამტკიცებს, რომლის მიღება კონგრესში რესპუბლიკელების ნაწილის წინააღმდეგობის გამო ჯერ–ჯერობით ვერ ხერხდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S