Accentnews.ge
ვიქტორ ყიფიანი სომხეთ-საქარათველოს ურთიერთობებისადმი მიძღვნილ ექსპერტთა ფორუმში მონაწილეობას მიიღებს

ვიქტორ ყიფიანი სომხეთ-საქარათველოს ურთიერთობებისადმი მიძღვნილ ექსპერტთა ფორუმში მონაწილეობას მიიღებს

01/04/2024 14:12:09 პოლიტიკა, რეკლამა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის მიწვევით, ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის" თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი მონაწილეობას მიიღებს ექსპერტთა ფორუმში სახელწოდებით „სომხეთი-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა: კონცეფციიდან რეალობამდე“.

„ჯეოქეისის" ცნობით, დღისწესრიგის მიხედვით, ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირები. ფორუმის მიზანია, რეგიონში შექმნილი რეალობის, გეოპოლიტიკური საკითხების, ეკონომიკური კავშირების, პოტენციური ინფრასტრუქტურული პროექტების, ორმხრივი ინტერესების და რეგიონული მნიშვნელობის მქონე საკითხების ირგვლივ დეტალური განხილვებისათვის სადისკუსიო პლატფორმის შექმნა.

გარდა ამისა, ფორუმის ფარგლებში, ჩატარდება შეხვედრები სახელმწიფოს მაღალჩინოსნებთან. ღონისძიება ერევანში, 2024 წლის 10-12 აპრილს გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S